ახმეტაში, 18 წლის ბიჭმა 71 წლის მეზობელი მოკლა

მკვლელობა ახმეტაში – არსებული ინფორმაციით,  18 წლის კაცმა 71 წლის მეზობელ ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. რა დროსაც სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით, ქალმა მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო. ქალი ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

მსგავსი თემები