სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ – ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ. მისი თქმით, ელჩს  თავს მის რეზიდენციაში დაესხნენ.

„რამდენიმე საათის წინ, სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ საკუთარ რეზიდენციაში. ეს წარმოადგენს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევას. დიპლომატიური დაწესებულებების და პერსონალის უსაფრთხოება არის სუდანის ხელისუფელბის მთავარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიხედვით“, – წერს ბორელი.

ცნობისთვის, სუდანში რამდენიმე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები