მსოფლიოში Covid 19-ის ახალი შტამი გავრცელდა

მსოფლიოში Covid19-ის ახალი შტამი – Arcturus გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, Arcturus  იგივე XBB.1.16 ომიკრონის ახალი ქვევარიანტია.

ახალი შტამი უკვე  20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის აშშ-ში, ყველაზე სწრაფად კი ინდოეთში ვრცელდება, სადაც მხოლოდ ორშაბათს 60 313 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი შტამის სიმპტომებია – მაღალი სიცხე, ხველება, ჩაწითლებული თვალები,
ვირუსი ასევე იწვევს ქუთუთოების ანთებას, რამაც შეიძლება თვალების სიწითლე და ქავილი გამოიწვიოს.

მსგავსი თემები