პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკების კუთხით უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს

ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ჯერზეც აცხადებს, რომ პუტინთან მოლაპარაკებას და პოზიციების დათმობას აზრი არ აქვს. მისი შეფასებით, მოლაპარაკების კუთხით უკრაინაზე ზეწოლა არ გამოვა, შედეგი არ ექნება.

აღნიშნულ თემაზე პრეზიდენტმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„უკრაინაზე ზეწოლას აზრი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი მოვა ევროპაში ევროპაზე ზეწოლისთვის. ჩვენზე ზეწოლა უფრო აქტიურად ომამდე იყო. ინტერვენციის დაწყების შემდეგ კი ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთი სახელმწიფო კი არა, ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც მოვიდა მოსაკლავად და ტერიტორიების დასაპყრობად. ყველამ გაიგო, რომ უკრაინის და ყველაფერი უკრაინულის განადგურების საკითხი დგას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები