„მინდა ვნახო საქართველო გახარებული, მაგრამ, დღეს არ მიხარია“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, ამ წუთებში, ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, პირველ განცხადებას აკეთებს. პრეზიდენტი ყველას ულოცავს ხარების დღესასწაულს და აღნიშნავს, რომ მას დღეს არ უხარია.

„,ინდა ვისურვო და ვნახო საქართველო გახარებული და დაწყნარებული. დღეს არ მიხარია და კიდევაც განვიცდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს შევხვდი კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ეს. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების სიაში, რადგანაც ეს არის ქვეყნის რეპუტაცია. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და მათ სავიზო მიმოსვლას, როგორც აზუსტებს ელჩი. ამის მიუხედავად ზიანდება ქვეყნის იმიჯი“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები