პრეზიდენტი მოსამართლეების საქმის გამოძიებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადახალისებას ითხოვს

„ვშიშობ, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორ ნეგატიური სიგნალი“ – აცხადებს  სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ამ წუთებში აკეთებს.

„არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა ყველაზე ქვეყნის იმიჯის გამოსწორება, თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭირო არის ქმედითი ნაბიჯები. ეს იქნება სრული გამოძიება თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადახედვა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. ქვეყანა ამას ნადვილად არ იმსახურებდა“ – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსნებთ, რომ შტატებმა საქართველოს 4 მოსამართლე დაასანქცირა.

 

მსგავსი თემები