„არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა“ – კელი დეგნანი საქართველოდან გაბრუნებულ ამერიკელზე

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან მარშალ ქომინსის საკითხზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს და საზღვრიდან უკან გააბრუნეს. როგორც ელჩმა განმარტა, მას არ იცნობს და არც ის იცის, საქართველოში რის გასაკეთებლად ჩამოდიოდა.

„არასდროს გამიგია ამ საქმის შესახებ, რაზეც ლილუაშვილმა გუშინ მედიასთან ისაუბრა. არავისგან ყოფილა კონტაქტი ჩვენთან, მათ შორის ამ პიროვნებისგან. ჩვენ ვპასუხობთ ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც დაუკავშირდებიან საელჩოს დასახმარებლად. ჩვენ არ გვაქვს მონაცემები ყველა ამერიკელზე, ვინც საქართველოში ჩამოდის. საქართველო გასაოცარი ადგილია სტუმრობისთვის და უამრავ ადამიანს სურს საქართველოში ჩამოსვლა. არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს“ – აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის მოქალაქე საქართველოს საზღვრიდან  2 დღის უკან დააბრუნეს. როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა – გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, მარშალ ქომინსი შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

 

მსგავსი თემები