,,სახელები და გვარები რომ შეცვალოთ, ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძე  აშშ-ის მიერ, მოლდოველი ოლიგარქების, ვლადიმირ პლახატნიუკსა და ილან შორის სანქცირებას. ვაშაძის თქმით, ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.

,,ვერ იქნება ვერც ერთი გამონაკლისი. ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა და უნდა იცოდეს ყველამ, რომ ვინც რუსეთთან თანამშრომლობს, დასავლეთს ემტერება, მტრად აცხადებს ევროპას და ამერიკას, მოყვარედ კი, რუსეთს, მოუწევს სანქცირებულთა სიაში მოხვედრა.

სახელები და გვარები რომ შეცვალოთ, ნახავთ, რომ ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. რაც წერია პლახატნიუკზე ერთი -ერთშია, განსხვავება ამ ორს (ივანიშვილსა და პლახატნიუკს) შორის არ არის. ამიტომ ყველას მიაკითხავს სანქციები, მტრების იდენტიფიცირება ხდება, პლახატნიუკი ამერიკამ დააიდენტიფიცირა როგორც მტერი ცივილიზებული სამყაროსი,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-მ მოლდოვაში 9 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა – (mcm.ge)

მსგავსი თემები