„მეორე ფრონტის საკითხი 100%-ით სიცრუეა, აბსოლუტური ტყუილია“ – აშშ-ის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა სურდეს შტატებს საქართველოს ხიფათში ჩაგდება. როგორც კელი დეგნანმა განმარტა, ეს არის მცდარი შეთქმულების თეორიას და ეს ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან.

„მეორე ფრონტის საკითხს რაც შეეხება, როგორც მანამდე არაერთხელ მითქვამს, ეს 100%-ით სიცრუეა, აბსოლუტური ტყუილია. არ არსებობს მიზეზი, რატომ მოისურვებს აშშ საქართველოს ხიფათში ჩაგდებას. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, დაგეხმაროთ, გააძლიეროთ შესაძლებლობა, დაიცვათ საზღვრები. თქვენი უსაფრთხოების გასაძლიერებლად თავდაცვის სამინისტროსთან, სანაპირო დაცვასთან, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ვმუშაობთ. რატომ დავაყენებთ საქართველოს რისკის ქვეშ?“ – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.

ელჩის შეფასებით, ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ მმართველი გუნდის წევრები.

„ძალიან მგრძნობიარე ვართ იმ საკითხში, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია ისეთი აგრესორის მიერ, როგორიც რუსეთია. ჩვენ აბსოლუტურად არასდროს ჩავაყენებთ საქართველოს ასეთ პოზიციაში. ეს ადრეც ბევრჯერ მითქვამს. სამწუხაროა, რომ ვისმენთ სრულიად მცდარ შეთქმულების თეორიას და ზოგჯერ ეს ისმის მმართველი პარტიის წევრებისგან. ძალიან სამწუხაროა. ეს ასი პროცენტით სიცრუეა“, – განაცხადა კელი დეგნანმა პარლამენტში.

 

მსგავსი თემები