,ეს არის შანსი საქართველომ წარმოაჩინოს ერთგულება, დააფუძნოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა – ელჩი სანქციებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ, სანქციების დაწესებას დადებით ნაბიჯად აფასებს.

მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა და შანსი, პასუხი გაეცეს იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში.

,,მიგვაჩნია, რომ ეს სავიზო სანქციები არის დადებითი ნაბიჯი საქართველოსთვის და ეს არის შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში და ეს არის შანსი საქართველოსთვის წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, რომ დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

მსგავსი თემები