სამმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში, სამმა გოგონამ ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. როგორც რესურსცენტრის დირექტორი გოჩა დავითაძე განმარტავს, ხელზე დაზიანებები მოსწავლეებს მასწავლებელმა შეამჩნია და შესაბამისად იმოქმედა.

„საგაკვეთილო პროცესის დროს პედაგოგმა შენიშნა, რომ მოსწავლეებს ხელებზე ნაკაწრები ჰქონდათ. მასწავლებელს შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. შეატყობინა სკოლის ადმინისტრაციას, სოცმუშაკს და ყველა უწყებას. საგაკვეთილო პროცესის დროს დაინახა, რომ უმნიშვნელო ნაკაწრი ჰქონდა სამ გოგონას. სკოლის დირექციას ინფორმაცია არ აქვს, ბავშვებმა რატომ გააკეთეს აღნიშნული. ისინი ამ დროისათვის უკვე სახლში არიან. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცესები. ბავშვები ამბობენ, რომ ითამაშეს“, – განმარტავს დავითაძე.

 

მსგავსი თემები