ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს – რას აცხადებს სუს-ის ხელმძღვანელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამერიკის მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელიც საზღვრიდან უკან გააბრუნეს, გარკვეული ინფორმაცია არსებობს.

„მე ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია, იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება სავარაუდოდ, მიზეზი ალბათ, თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით. აკერმანიც რომ შემოსულიყო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასევე არ შემოვუშვებდით აკერმანსაც. მას შემდეგ, რაც ის მხილებული იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც ის იყო წამოდგენილი აქ. საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებაში, მითითებების მიცემაში და ა.შ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მედიის კითხვას, ქომინსის უკან გაბრუნება ხომ არ არის კავშირში ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან, ლულიაშვილმა ირიბად უპასუხა: „ვერ გეტყვით სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ამ ადამიანის არშემოშვებასთან. კითხეთ ამერიკულ მხარეს“.

 

მსგავსი თემები