10 აპრილიდან პური 0.10 ლარით გაიაფდება (ვიდეო)

4 დღეში ძირითადი, ე.წ. სოციალური პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. აღნიშნული განცხადება „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ მთავარში გააკეთა.

პურზე ფასის კლების მიზეზი კი ფქვილზე ფასის კლება გახდა. კერძოდ, თუ ადრე ერთი ტომარა პუტის ფქვილი დაახლოებით 75 ლარი ღირდა, დღეს, მისი ფასი საშუალოდ 65 ლარია.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, პურზე ფასის კლება წონის შემცირების ხარჯზე ხომ არ მოხდება, დოლიძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფასის დაკლება ორგანიზებულად მოხდება.

უბნის და საოჯახო მაღაზიებში ვერ ვიქნები გარანტი, არ ვიცი, როგორ მოიქცევიან. ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ფასნამატს თვითონ ადებენ. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა იქ შეიძენს პურს, სადაც იაფი იქნება”, – განაცხადა დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

პური 10 თეთრით იაფდება – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები