,,უკვე ნამყოფი ვარ აშშ-ში, არაჩვეულებრივი ქვეყანაა”- გრიგოლ ლილუაშვილი

,,არ მგონია სანქციები მემუქრებოდეს. უკვე ნამყოფი ვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაჩვეულებრივი ქვეყანაა. კარგი დემოკრატიის ქვეყანაა,”- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, მისთვის მეასე ხარისხოვანია რომელი ქვეყანა შეუშვებს.

,,ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურებით. ეს არის მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება და თითოეული საქართველოს მოქალაქის და ვიზიტორის უსაფრთხოების დაცვა. რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი არ შემიშვებს ეს ჩემთვის მეასე ხარისხოვანია,”- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

მსგავსი თემები