,,მე არაფერი მაქვს დასამალი”- კელი დეგნანი

,,არ ვიცი ის რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი,”- ასე პასუხობს აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. ელჩის თქმით, არავინ სთხოვს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას.

,,საუბრების მოსმენებზე? ყველა ქართველი იქნება ძალიან შეშფოთებული, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. არ ვიცი რაზე საუბრობს, თუმცა მე არაფერი მაქვს დასამალი. მე გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, როგორც ბევრჯერ მითქვამს, საქართველოსთვის არასდროს გვითქვამს მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ სენსიტიური სიტუაციის, სადაც საქართველო იმყოფება, საქართველოს 20% არის ოკუპრებული რუსეთის მიერ და ჩვენ ვხვდები ამ ძალიან დიდ ზეწოლას რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოზე. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი კარგად და არავინ არ სთხოვს საქართველოს ამას, ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო, ნებისმიერი სხვა ქვეყანა ამ ომში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ომი. პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია შეაჩეროს. რა თქმა უნდა, აშშ არანაირი სურვილი არ აქვს, რომ რამენაირად ეს გავრცელდეს სადმე”, – განაცხადა კელი დეგნანმა ”მთავარი არხის” ეთერში.

მსგავსი თემები