,,დაკავებას არ ველოდები”- ლევან მურუსიძე

,,ადამიანი შეიძლება არ იყოს ნამყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირში იყოს ნამყოფი, მაგრამ იყოს წესიერი და კარგი მოქალაქე,”-  ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ არ შემიშვებენ ევროპაში, საქართველოს მასშტაბის ივლის.

,,ამიტომ, ბაბუაჩემზე, რომ ვთქვი, არ იყო ევროპაში და ამერიკაში ნამყოფი მეთქი, ჩვენი არასამთავრობო სექტორი არასწორად იგებს, ვიგულისხმე, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ადამიანი შეიძლება არ იყოს ნამყოფი თავისი ცხოვრების განმავლობაში არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირში იყოს ნამყოფი, მაგრამ იყოს წესიერი და კარგი მოქალაქე,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, დაკავებას არ ელოდება.

,,საქართველოში ხომ არაფერი იმალება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კორუფციის ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი. დაკავებას არ ველოდები. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ კორუმპირებული ვარ,”- განაცხადა მურუსიძემ.

მსგავსი თემები