,,პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ საელჩოს წარმომადგენლები”- ლევან მურუსიძე

,,ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, ცდილობდა, გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდეგ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სასამართლო სისტემაში, რაც მე წარმოუდგენლად მიმაჩნია,”– ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მურუსიძის თქმით, მას მტკიცებულებებიც აქვს და როდესაც საჭიროდ ჩათვლის ამას საზოგადოება ნახავს.

,,პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება. კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, ეს კონკრეტული ჩარევები როდესაც ხდებოდა საელჩოს მხრიდან, ამასაც საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს“, – განაცხადა მურუსიძემ.

მსგავსი თემები