,,აშშ-ის საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა”- ლევან მურუსიძე

აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

,,მე პირდაპირ გეტყვით, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია ეს არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა და მე მოგახსენებთ რა არის მოსამართლეებზე კორუფციის ბრალდების დაბრალება, რომელსაც კიდევ ვიმეორებ არის თითიდან გამოწოვილი და ვერ წარმოადგენენ ვერავითარ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.

ახლა რა არის ნამდვილი მიზეზი, ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომელიც ხორციელდებოდა, მცდელობები იყო დასაწყისში ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდეგ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდგომ ვთქვათ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ საელჩოს ჰქონდა ყოველთვის მცდელობა, რომ მას გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მსგავსი თემები