,,ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ”- ლევან მურუსიძე

,,ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ,”- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ.

,,იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემს მიმართ, მე გონი ისე მიდის სიტუაცია რომ რასაც ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და მოხდებოდა არეულობა და დაქვემდებარება სასამართლო სისტემის აშშ-ის საელჩოსადმი, მეეჭვება რომ მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ გაჩერდებიან და ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. იმდენად დიდი მიზანი არის მათი, სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მსგავსი თემები