,,იმედს ვიტოვებ წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები ან გადაიხედება საკითხი”- ნინო ქადაგიძე

,,ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები, ან საკითხი გადაიხედება დეპარტამენტის მხრიდან,”- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ, მისი  კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები.

,,მე მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული და ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან გადაიხედება საკითხი კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან. ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს. რამე თუ ის განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდი დაძაბულობას და მე როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარე, მინდა მოვუწოდო კოლეგებს მაქსიმალური სიმშვიდისკენ, ასევე ვთხოვო საზოგადოებას, ნუ გამოიტანენ ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს” , – განაცხადა ქადაგიძემ.

 

მსგავსი თემები