,,მოსკოვი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად დგამს ნაბიჯებს”- დიმიტრი პესკოვი

,,ალიანსი ფართოვდება რუსეთისკენ და არა პირიქით, ამიტომ მოსკოვი საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად დგამს ნაბიჯებს,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია.

„ნატო აფართოებს მის საზღვრებს რუსეთთან და არა რუსეთი, რომელიც თითქოს საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნატო-ს საზღვრებთან განთავსებას ცდილობს“, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები