,,მთავრობას ვთავაზობთ 7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან”- ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

,,მთავრობას ვთავაზობთ 7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი ყოველთვიურად, კვოტირებულად გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან,”- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

ლევან სილაგავამ საქართველოს მთავრობას შეთავაზება წარუდგინა, რაც  პურის ქარხნებისთვის დაუბეგრავი რეჟიმით მიეწოდოს იმ რაოდენობის ფქვილი, რომელიც ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად არის საჭირო.

,,ინიციატივა გულისხმობს, რომ  პურის ქარხნებისთის საჭირო ფქვილი, რომელიც ე.წ. სოციალური პურის გამოცხობისთვისაა საჭირო, მიწოდებული იყოს დაუბეგრავი რეჟიმით. ამოცანა მათ შორის, პურის მწარმოებლებისთვის მდგომარეობს იმაში, რომ მიიღონ ყველაზე იაფი ფქვილი. შესაბამისად, მათთვის მისაღებია დღეს არსებული დაბეგვრის რეჟიმი. დღეს, იმპორტირებული ფქვილი არ იბეგრება. ჩვენი შეთავაზებ არის ორკომპონენტიანი. პირველი – პურის ქარხნებს 7000 ტონა ფქვილი სჭირდებათ თვეში,  ე.წ. სოციალური პურის გამოცხობისთვის. შესაბამისად მთავრობას ვთავაზობთ 7000 ტონა იმპორტირებული ფქვილი ყოველთვიურად, კვოტირებულად გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისგან. დანარჩენ ფქვილზე რომელიც სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმზე გამოიყენება,  გერმანულ და ავსტრიულ პურზე, ამ მიმართულებით შემოღებული იყოს ფქვილის იმპორტზე დაბეგვრის რეჟიმი. ეს იქნება დამაბალანსებელი, საშუალებას მისცემს წისქვილკომბინატებს, რომ ამუშავდნენ და ხორბალი მიიღონ ადგილობრივი ფერმერებისგან. ეს ყველაფერი გარანტირებულად გვაძლევს იმას, რომ ყველაზე იაფი ფქვილი აქვს პურის ქარხნებს, შესაბამისად, ინარჩუნებენ პურის ფასს,“,- განაცხადა ლევან სილაგავამ ”მედიაცენტრ მთავარში“.

ხორბლის მწარმოებლების ახალი შეთავაზება მთავრობას – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები