,,ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც”- ლინკევიჩუსი მოსამართლეების სანქცირებაზე

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმიანება.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

,,ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც,”- განაცხადა  ლინას ლინკევიჩუსმა ”ამერიკის ხმასთან”.

მსგავსი თემები