,,ვერ დადგები, ირაკლი, ცალ ფეხზე, რადგან უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან”- მანჯგალაძე კობახიძეს

,,მოსამართლეების კლანის წევრების დასანქცირება არის პირდაპირი ძლიერი სიგნალი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისთვის, რომ შემდეგი იქნება ივანიშვილი”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს სიგნალია „ქართული ოცნებისთვის“, რომ ამერიკა არ და ვერ შეეგუება, ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა.

„სტანდარტი არის, რომ საჯარო უფლებამოსილება არ უნდა იყოს გამოყენებული კერძო მიზნებისთვის. ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ „ქართული ოცნება“ არის მთავარი სამიზნე ამ სანქციების. ეს ბოლო დიდი სიგნალია „ქართული ოცნებისთვის“, რომ ამერიკა არ და ვერ შეეგუება, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა. აქვე მინდა, ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებს ვუპასუხო, დაიხვიეს გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა, ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებითო, ვითომ ვინმემ მოსთხოვა ცალ ფეხზე დადგომა. ვერ დადგები, ირაკლი, ცალ ფეხზე, პირდაპირ გეუბნები, რადგან უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან. შესაბამისად, რომც მოინდომო, ვერც დადგები ცალ ფეხზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

მსგავსი თემები