დონალდ ტრამპს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს მანჰეტენის პროკურატურაში გამოცხადდება. პრეზიდენტი ნიუ იორკში უკვე ჩაფრინდა და რამდენიმე საათში ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

პრეზიდენტ სს დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. საქმე ეხება პორნოვარსკვლავთან ურთიერთობას და ამ ურთიერთობის დამალვისთვის მისთვის 130 000 დოლარის გადახდას.

დონალდ ტრამპი სტორმ დანიელსთან ურთიერთობას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა.

მსგავსი თემები