სოსო გოგაშვილი სასამართლოზე საბოლოო სიტყვით წარსდგება

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, დღეს, სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს. სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს. დაცვის მხარეს მისი გამართლების იმედი არ აქვს და ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს არაერთი ბრალდება აქვს წარდგენილი. მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება.

მსგავსი თემები