რუს და ბელარუს სპორტსმენებს ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ

რუს და ბელარუს სპორტსმენებს ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” ავრცელებს.

ევროპული თამაშები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 21 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება.

,,კრაკოვის ევროპულ თამაშებზე რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის წარმომადგენელი სპორტსმენები არ იქნებიან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მიუხედავად დიპლომატიური პროცედურებისა, რომელიც ახლა ჩნდება”, – განაცხადა ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მარსინ ნოვაკმა.

 

მსგავსი თემები