,,ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის საფრთხეებს ზრდის, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს”- სერგეი შოიგუ

,,ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია და კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს,”– აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გააკეთა.

მისი თქმით, უკანასკნელ წლებში შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა სტრატეგიული ტიპის ბომბდამშენების ფრენები, ბალტიის ზღვაში სამხედრო ხომალდები გაგზავნა და ნატო-ს პარტნიორებთან ერთად რეგიონში წვრთნები უფრო ინტენსიური გახადა.

შოიგუს ცნობით, რუსეთი პასუხს გასცემს დასავლეთ სამხედრო ოლქში 12 ქვედანაყოფისა და დივიზიის ჩამოყალიბებით და კრემლი მუშაობს თავისი ჯარების საბრძოლო სიძლიერების გაუმჯობესებაზე.

„დასავლეთ სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის ზონაში დაძაბულობა კვლავ იზრდება. ჩვენ ვიღებთ ადეკვატურ საპასუხო ზომებს“, – აღნიშნა შოიგუმ.

მსგავსი თემები