ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამნაშავეა. აღნიშნული გადაწყვეტილება მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო, რითაც პრეზიდენტისთვის აა საქმეში ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა.

გამოძიება, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, ეხებოდა პორნოვარსკვლავთან ურთიერთობას. კერძოდ, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდას, რომ მას ტრამპთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია დაემალა. თავად ტრამპი კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი სს საქმეშ დამნაშავედ ცნეს და ბრალს წარუდგენენ.

 

მსგავსი თემები