საქართველოში პრინცესა ჩამოდის

დღეს, საქართველოს შვედეთის პრინცესა ესტუმრება. შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია ჩვენს ქვეყანაში ორი დღე დარჩება.

შვედეთის საელჩოს ინფორმაციით, პრინცესას მასპინძელია საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო მისიების გაძლიერება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს დაეხმარონ უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები