ბოლო პერიოდში, რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ჩინეთის ურთერთობა დემონსტრირებულად მეგობრულად ვითარდება. მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს ირანის საგარეო მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სტუმრობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ბირთვული იარაღია.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ირანელი კოლეგის შეხვედრის ერთ-ერთი თემა სწორედ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა იქნება. რუსი კოლეგები აგრძელებენ ვალდებულებების შესრულებას მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ირანის საგარეო მინისტრი.
შეხვედრის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან, მოსკოვს, ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩინეთის პრეზიდენტი სტუმრობდა.