გაზაფხულზე, აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადასვლას ურჩევს

აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გაზაფხული სწორედ ის პერიოდის, როდესაც უკრაინა კონტრშეტევაზე უნდა გადავიდეს. ლოიდ ოსტინის შეფასებით, რუსეთი საკმაოდ დასუსტებულია და სწორედ ამიტომ ის დახმარებისთვის ირანსა და ჩრდილო კორეას მიმართავს.

„რუსული ძალები გამოფიტულია. გაზაფხულზე, უკრაინულ მხარეს კონტრშეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა სწორედ რუსული ძალების გამოფიტვისა და დასავლეთიდან მიღებული შეიარაღების დამსახურებით აქვთ“ – აცხადებს პენტაგონის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ რუსულ ჯარებს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვთ როგორც  და სამხედრო ტექნიკის, ასევე პერსონალის.

„რუსულმა ძალებმა ჯავშანტექნიკის მარაგები ამოწურეს ისე, როგორც ამას არავინ არასდროს არ წარმოიდგენდა. რუსეთს საწყობებიდან T-54 და T-55 ტანკები გააქვს. ვფიქრობ, გაზაფხულზე საბრძოლო ქმედებების გააქტიურებას დავინახავთ. უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობები ექნება”, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

 

მსგავსი თემები