„შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური დევნა გრძელდება“ – რა წერია ანარიშში?!

საერთაშორისო ორგანიზაცია  Amnesty International-ი მორიგ წლიურ  ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2022 წელს მსოფლიოს 156 ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხება. ანგარიშში საქართველო საპატიო ადგილს იკავებს და აღნიშნულია, რომ ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი ისევ მოქმედებს და ოპონენტების პოლიტიკური დევნა გრძელდება.

„შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური დევნა ისევ პრობლემაა. ქალები და გოგონები ჯერ კიდევ განიცდიან დისკრიმინაციისა და ძალადობის მაღალ დონეს. წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის გამოძიების წარუმატებლობა პრობლემას წარმოადგენს როგორც  ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ისე სეპარატისტულ რეგიონებში“ – აღნიშნულია ანგარიშში, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, გახმაურებული საქმეც მოხდა. კერძოდ, აფგან მუხთარლის საქმე.

ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეშ მონაწილე პირები არ არიან დასჯილები, საქმე ეფექტურად არ გამოძიებულა და ეს საქმე მორიგი დანაშაულის ჩადენის რისკებს ზრდის.

ანგარიში პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტსაც ეხება, სადაც საუბარია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების რისი მაღალია და ამის მიუხედავად, სასამართლო მისი საქმის გადავადებაზე უარს აცხადებს. ანგარიშში საუბარია მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტზეც.

 

მსგავსი თემები