,,ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა”- თავდამსხმელის ახლობელი

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულ ნოდარ ათუაშვილზე ადგილობრივები საუბრობენ. ერთ-ერთი  ახლობელი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელს არავისთან ჰქონდა ურთიერთობა.

“ბავშვობიდან რაღაცები ახასიათებდა, მარტო გამარჯობას იძახდა და გარეთ არ გამოდიოდა. არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდა,” – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელის მეუღლე სხვა კორპუსში ცხოვრობდა.

„22 წლის შვილი ჰყავს და მას ეუბნებოდა, რომ გარეთ არ უნდა გახვიდე, არ მინდა შენი მუშაობა, მე უნდა გარჩინოო. ყველა მამა ეუბნება შვილს, რომ წადი, იმუშავე ან ისწავლეო“, – განაცხადა ადგილობრივმა.

,,2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური”- ვინ არის თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

მსგავსი თემები