,,ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში რა უნდა მოხდეს?!”- მიხეილ ყაველაშვილი

,,ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში რა უნდა მოხდეს?! ვისთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია, პარტნიორებთან რატომ უნდა მქონდეს?,”- ასე პასუხობს „ხალხის ძალის” წევრი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ნედ პრაისის განცხადებას.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

„ნედ პრაისის განცხადებას რაც შეეხება, მიუხედავად პატივისცემისა და ამას ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც დეტალურად ვუხსნით საზოგადოებას და ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ჩავატარეთ ბრიფინგი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას. მე რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს, ჩვენ გვქონდა მსჯელობა რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონპროექტი და შეგვიძლია ორივე კანონპროექტი წარვუდგინოთ საზოგადოებას (ქართული და ამერიკული), ჩვენ ბევრად შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებით ჩვენი კანონპროექტი და შეუძლია საზოგადოებას, რომ თავად განსაჯოს, თუ რას ვგულისხმობთ. აქ იქნება პუნქტობრივი განხილვა, პარლამენტში და ყველას შეეძლება (ნახოს). არავის არაფერს ვუზღუდავთ, აქ არის გამჭვირვალობაზე საუბარი და მიკვირს, რომ ასეთი შეფასებები ხდება და ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადებები.

ვერ ვიგებ ასეთ დამოკიდებულებას, როცა სტრატეგიული პარტნიორია ქვეყნის და ასეთი დიდაქტიკური დამოკიდებულებაა და მოწოდებები კეთდება, რომ იზღუდება ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ფაქტების გარეშე ამაზე საუბარი… მიუხედავად პატივისცემისა, ვინც არ უნდა იყოს, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობს, რომელ პუნქტს გულისხმობს, რომ ვიღაცას ვზღუდავთ და დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯს ვდგამთ. მე შევთავაზე საზოგადოებას ორივე კანონპროექტი, ამერიკული და ჩვენი, საზოგადოებამ შეადაროს. ბევრად ლიბერალური მიდგომაა ჩვენს კანონპროექტში”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

 

,,მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”- პრაისი ”ხალხის ძალის” კანონპროექტზე

მსგავსი თემები