,,დასავლეთს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს”- ელენე ხოშტარია

,,ადამიანის ჯანმრთელობა რომ არ შეიძლება, ვაჭრობის საგანი იყოს და სამკურნალოდ უნდა გაუშვან, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა,” – ასე ეხმიანება „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დასავლეთს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს, მათ შორის პერსონალური სანქციები.

„მსოფლიოში დარჩა რუსეთი, ბელარუსი და საქართველო, რომლებიც უგუნურ და საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. საქართველო ხან რაზე უპირისპირდება დასავლეთს და ხან რაზე. ადამიანის ჯანმრთელობა რომ არ შეიძლება, ვაჭრობის საგანი იყოს და სამკურნალოდ უნდა გაუშვან, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. ამას ელემენტარული ადამიანობა სჭირდება და შენ რომ დასავლეთს უპირისპირდები, მას ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს, მათ შორის პერსონალური სანქციები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უკვე დღის წესრიგში ცენტრალურ საკითხად დადგა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი თემები