რუსეთმა ომში დაახლოებით 139 770 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთმა დაახლოებით 139 770 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​   ჯარისკაცი – დაახლოებით 139 770; ​ტანკი – 3 290; ჯავშანტექნიკა – 6 507; საარტილერიო სისტემა – 2 303; სარაკეტო სისტემა – 466; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 236; თვითმფრინავები – 298; ვერტმფრენი – 286; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 011; საკრუიზო რაკეტები – 857; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 161; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 219.

მსგავსი თემები