„საქაერონავიგაცია“ უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ანალენა ბერბოკის ბორტს პრობლემა სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა

„საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ანალენა ბერბოკის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა,” – ამის შესახებ „საქაერონავიგაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი, მეორე მცდელობაზე დაჯდა.

,,საქაერონავიგაცია კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული – ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბერბოკის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა – Spiegel

მსგავსი თემები