უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მათთან პუტინთან ძალიან დაახლოებული პირები თანამშრომლობენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოშო აცხადებენ, რომ მათთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები თანამშრომლობენ.

უწყების წარმომადგენელის, ანდრეი ჩერნიაკის განცხადებით, იპოვეს თანამშრომლობის მექანიზმები ისეთ პირებთანაც, რომლებიც “დიდი რუსეთის” მხარდამჭერებად ითვლებიან.

“ომში ჩვენ ვიყენებთ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას. ჩვენ ვიპოვეთ თანამშრომლობის მექანიზმები პუტინთან ძალიან დაახლოებულ ადამიანებთანაც კი. ეს ხალხი ყოველგვარ ეჭვს მიღმაა, ისინი ცნობილია როგორც “დიდი რუსეთის” მხარდამჭერები”, – აღნიშნა ჩერნიაკმა.

ოფიციალური პირის განცხადებით, პუტინის გარემოცვაში საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც მხარს არ უჭერს რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას უკრაინის მიმართ.

მსგავსი თემები