ავარიას საგარეჯოში, ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამი ადამიანი, ერთი ოჯახის წევრები არიან.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.

დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანია.

შეჯახების დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მსგავსი თემები