,,რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად წააგო”- მარკ მილი

,,რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიულად, ოპერატიულად და ტაქტიკურად წააგო”, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე.

„პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო უკრაინის სწრაფად დამარცხება, ნატო-ს ალიანსის დაშლა და დაუსჯელად მოქმედება – ის შეცდა. უკრაინა რჩება თავისუფალი, დამოუკიდებელი. ნატო და ეს კოალიცია არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი და რუსეთი ახლა გლობალურად გარიყულია. მსოფლიო შთაგონებულია უკრაინული სიმამაცითა და გამძლეობით. მოკლედ, რუსეთმა წააგო – წააგო სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად და უზარმაზარ ფასს იხდის ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

 

მსგავსი თემები