თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგი ატომური ბომბების აფეთქების ტოლფასი იყო – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგი ატომური ბომბების აფეთქების ტოლფასი იყო.

მისი თქმით,  ის პრობლემები, რომლებიც თურქეთს გაუჩნდა მიწისძვრის დროს, ნებისმიერ ქვეყანას ექნებოდა მსგავსი მასშტაბის სტიქიისას.

„ვუსამძიმრებ მიწისძვრის შედეგად დაღუპული 35 418 მოქალაქის ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანი დაკარგეს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ 105 505 მოქალაქეს, რომლებმაც ან თავად შეძლეს ნანგრევებიდან ამოსვლა, ან მათ მაშველები დაეხმარნენ და გადაარჩინეს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისივე თქმით, მიწისძვრის დროს დანგრეული შენობების  უმრავლესობა 1999 წლამდე იყო აშენებული.

„ის ფაქტი, რომ დანგრეული შენობების უმეტესობა 1999 წლამდე იყო აშენებული, მიუთითებს იმ პროგრესზე, რომელსაც მშენებლობის სტანდარტებში მოვაღწიეთ და გვახსენებს, რომ მეტი სიმკაცრეა საჭირო“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები