თურქეთსა და სირიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს. ამის შესახებ  ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიგემ განაცხადა.

,,სტიქიური უბედურების ზონაში წყლისა და კანალიზაციის სისტემა სერიოზულადაა დაზიანებული. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ჩნდება საფრთხე, რომ წყლით გადამდები და ინფექციური დაავადებები გავრცელდეს“, – განაცხადა ჯანმოში თურქეთის წარმომადგენელმა, ბათირ ბერდიკლიჩევმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე შიშობენ, რომ თურქეთსა და სირიაში სეზონური გრიპებისა და კოვიდინფექციის ეპიდემიის რისკიც მაღალია.

 

მსგავსი თემები