„გელით რუსთავში. მინდა რომ ჩემი სატუსაღოს კარები, მათ შორის ბათუმელებმაც გააღონ“ – სააკაშვილის წერილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს აგზავნის. ამჯერად, წერილის ადრესატი ლევან ვარშალომიძეა. წერილი მხარდამჭერებს ბათუმში მიმდინარე აქციაზე გააცნეს.  

„ჩემო ახლობელო, მშობლიურო, საყვარელო ბათუმელებო, მადლობა რომ შეიკრიბეთ, მათ შორის ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა, რომ ბევრი თქვენგანი თბილისში იყო 14-ში. მე მაგრად ვდგავარ. მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს. მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც ვერ გაბედა ჩემი მიყვანა და სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ. ზუსტად ვიცი, რომ ქათქათა ბათუმს, ნიშნავს რომ, ოცნების ლურჯი დროშების ნაცვლად, თეთრი ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება.

გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესო მერი ბათუმის ისტორიაში და მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი. ხოლო მათი გამარჯვების მერე, გელით რუსთავში. მინდა რომ ჩემი სატუსაღოს კარები, მათ შორის ბათუმელებმაც გააღონ. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველა არჩევნებზე! არცერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით, ჩვენ კი არ უნდა ვიცავდეთ მათგან თავს, ისინი არიან და უნდა დარჩნენ თავდაცვის რეჟიმში, რეჟიმის პოზიციაში, გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები