„აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა“ – მარია ზახაროვა

რუსული მხარე  აცხადებს, რომ აფხაზეთია და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებით, მათ ეს რეგიონები გადაარჩინეს.

„15 წლის წინ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, გახდნენ თანამედროვე და თვითკმარი სახელმწიფოები“ – ასეთია კრემლის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მორგი გზავნილი.

მისი შეფასებით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მაცხოვრებლებს  რუსეთის მოქალაქეობა გააჩნიათ და მხარს უჭერენ რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

ზახაროვა ასევე ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსგან მოელის „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და სწორედ ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია.

 

მსგავსი თემები