აშშ-ში კიდევ ერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

თავდაცვის მდივნის თანაშემწის, მელისა დალტონის განცხადებით, ჰურონის ტბის თავზე ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.

მისივე თქმით,  ობიექტი არ წარმოადგენდა სამხედრო საფრთხეს, თუმცა ის აშშ-ის სამხედრო ობიექტთან ახლოს მოძრაობდა და საშიშროებას წარმოადგენდა სამოქალაქო ავიაციისთვის.

ცნობისთვის,  ამერიკის საჰაერო სივრცეში ბოლო ერთ კვირაში 4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. პირველი საჰაერო ბუშიტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა, აშშ-ს საჰაერო სივრცეში თებერვლის დასაწყისში შენიშნეს. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით ობიექტი “სათვალთვალო ხელსაწყო” იყო.

მსგავსი თემები