აშშ უკრაინას აფრთხილებს, რომ რუსეთი ძლიერ თავდასხმას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში მორიგი, ძლიერი შეტევისთვის ემზადება.  საუბარია შეტევაზე, რომელიც სამოქალაქო ობიექტებსა და სახელმწიფო შენობებზე უნდა განხორციელდეს. ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

„ვფლობთ ინფორმაციაა, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად. ეს იგეგმება  უახლოეს დღეებში. შეშფოთებულები ვართ მუდმივი საფრთხის გამო, რომელსაც რუსული თავდასხმები უქმნის სამოქალაქო პირებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ვრცელდება.

ამავდროულად, უკრაინელებს მოუწოდებენ, დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინას ომის დაწყებამდეც აფრთხილებდა, რომ მოსალოდნელი დარტყმის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ.

 

მსგავსი თემები