,,24 თებერვლისთვის, ახალი სანქციები დაწესდება”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე რუსეთს ახალი სანქციები დაწესდება.

„24 თებერვლისთვის ახალი სანქციები იქნება. ისინი გამოცხადდება სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუტში. გაერო-ში, კიევში, მსოფლიოს ბევრ სხვა დედაქალაქში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ძალიან მკაფიო გზავნილს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს: თუ თქვენ, პუტინი, ფიქრობთ, რომ დრო თქვენს მხარესაა, მაშინ ძალიან ცდებით. იმიტომ, რომ უკრაინასთან ერთობა დღითიდღე იზრდება და ამ ომში აუცილებლად დამარცხდებით“, – განაცხადა კულებამ.

 

 

მსგავსი თემები