“ჩინურ ვაქცინაზე ჯანმოს ავტორიზაციას არ დაველოდებით” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში“

„სამი ვაქცინა, რომელიც დღეს საქართველოშია: „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“ 100 პროცენტიანი დაცვაა, საავადმყოფოში მოხვედრისაგან. თორემ, გავიკეთებ ვაქცინას და არაფერი დამემართება, ეს ილუზიაა. საერთოდ, მსოფლიოში 100 პროცენტიანი ეფექტურობის მქონე, არცერთი ვაქცინა არ არსებობს“, – ამის შესახებ, „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქართველომ ჩინური ვაქცინა შეიძინა, ცნობილი იყო რომ, ჯანმო-ს ავტორიზაციის სტატუსის მიუხედავად, საქართველოში მისი გამოყენება შესაძლებელი იყო, გარდა ამისა, ჩხაიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერთან“ შედარებით, ეს არის უსაფრთხო ვაქცინა, რადგან არცერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს.

„დღევანდელი რეგულაციის შესაბამისად, ამ ვაქცინას მკაცრი მარეგულირებელის, ევროკავშირის წევრის დადებითი დასკვნა გააჩნია, რაც, საკმარისია მისი გამოყენებისთვის.

მეორე – დღეისათვის ეს ვაქცინა მსოფლიოს 45 ქვეყანაში გამოიყენება და ასეულ მილიონობით დოზაა უკვე გამოყენებული, მესამე – ეს ვაქცინა სტანდარტული, კლასიკური ტექნოლოგიით არის დამზადებული. ეს კი, ნაკლებ გვერდით მოვლენებს ნიშნავს და რამდენიმე დღის წინ, 519 ათასზე ჩატარებული დაკვირვებით დასტურდება, ამიტომ, ჩინურ ვაქცინაზე, ჯანმოს ავტორიზაციას, არ დაველოდებით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები