რა ნივთები აღმოაჩნდა ბადრი ესებუას დაკავებისას?!

„საქართველოს ბანკის“დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანისთვის 2 წლიანი ძებნის შედეგად დაკავებული ბადრი ესებუას ჩანთიდან იარაღთან და ვაზნებთან ერთად, სხვა ნივთებიც ამოიღეს.

ბადრი ესებიას დაკავებისას ჩანთაში ჰქონდა:

ბესლან ანჩაბაძის სახელზე დამადებული აფხაზური პასპორტი; მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი; ვაზნები; საათი; პრადას საფულე; სათვალე;  3200  ლარი; 295 000 ათასი რუსული რუბლი; საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ბარათი – „მეტრომანი;“ სილქნეთის სიმბარათი; ერთი ცალი მაჯის საათი; ერთი ცალი კბილის ჯაგრისი, ერთი ცალი კბილის პასტა; ერთი სველი სალფეთქი, აეროზოლი; 4 ცალი ფრჩხილის საჭრელი, ტელეფონის დამტენი, ერთი ცალი „ფოვერბანკი“; ფისტოლეტის ჩასადები ჩიხოლი.

როგორც ცნობილი გახდა, ის დაკავებისას გაქცევასაც კი შეეცადა.

შეგახსენებთ რომ ესებიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ის ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მსგავსი თემები